„ჩვენთვის და მსოფლიოსთვის ეს ჯერ კიდევ მექსიკის ყურეა“ – მექსიკის პრეზიდენტი

მექსიკის ყურესთვის სახელის “ამერიკის ყურედ” გადარქმევის შესახებ -ის პრეზიდენტ ს განკარგულებას მექსიკის პრეზიდენტი, კლაუდია შეინბაუმი გამოეხმაურა. მისი თქმით, მექსიკელებისთვის და მსოფლიოსთვის არაფერი შეიცვლება.
ინფორმაციას ABC News ავრცელებს.
მექსიკის პრეზიდენტმა ყურესთვის სახელის გადარქმევის შესახებ ტრამპის ბრძანება დაგმო.

“ჩვენთვის და მსოფლიოსთვის ეს ჯერ კიდევ მექსიკის ყურეა,” – განაცხადა შეინბაუმმა.
მისი თქმით, ტრამპის ამჟამინდელი ბრძანებები, მათ შორის, სამხრეთ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ არაფრით განსხვავდება იმ ბრძანებებისგან, რომლებსაც ის პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში გამოსცემდა.
კლაუდია შეინბაუმი ხაზგასმით აცხადებს, რომ მექსიკა ყოველთვის იმოქმედებს თავისი დამოუკიდებლობისა და -ში მცხოვრები თანამემამულეების დასაცავად.
ცნობისთვის: 20 იანვარს ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი განკარგულება, რომლითაც მექსიკის ყურეს “ამერიკის ყურე,” ხოლო კონტინენტის უმაღლეს მთას “მაკ-კინლის მთა” დაერქმევა. ასევე, ტრამპის მუქარის შემდეგ, რომ პანამის არხს აშშ-ის კონტროლქვეშ დააბრუნებდა, პანამის ხელისუფლებამ არხზე აუდიტი დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩინეთი ისტორიულად წარმოადგენს აბრეშუმის გზის ცენტრალურ საყრდენს, საქართველო, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი, მზად არის, გააფართოოს თანამშრომლობა ჩინეთთან – ირაკლი კობახიძე