ჩვენთვის არ იყო მარტივი, რომ არ გადავქცეულიყავით მეორე ფრონტის ხაზად, რადგან დიდი ინტერესი და მოთხოვნა არსებობდა ამ მიმართულებით, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ თავიდან აგვეცილებინა ომი საქართველოში

ჩვენთვის არ იყო მარტივი, რომ არ გადავქცეულიყავით მეორე ფრონტის ხაზად, რადგან დიდი ინტერესი და მოთხოვნა არსებობდა ამ მიმართულებით, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ თავიდან აგვეცილებინა ომი საქართველოში
ჩვენთვის არ იყო მარტივი, რომ არ გადავქცეულიყავით მეორე ფრონტის ხაზად, რადგან დიდი ინტერესი და მოთხოვნა არსებობდა ამ მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 90-იანი წლების დასაწყისიდან საქართველომ ბევრი განსაცდელი გამოიარა და სწორედ ეს იყო იმის მთავარი მიზეზი, რის გამოც ამდენს იბრძოდა ხელისუფლება ქვეყანაში კიდევ ერთი ომის თავიდან ასაცილებლად.
„ჩვენთვის არ იყო მარტივი, რომ არ გადავქცეულიყავით მეორე ფრონტის ხაზად, რადგან დიდი ინტერესი და მოთხოვნა არსებობდა ამ მიმართულებით. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ თავიდან აგვეცილებინა ომი საქართველოში“, – განაცხადა პრემიერმა.
რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ მას ალტერნატივა არ გააჩნია.
„თავიდანვე – 2022 წლის თებერვლიდან – ვამბობდით, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია, რომ ხალხი იხოცება და, რა თქმა უნდა, საერთაშორისო თანამეგობრობა სრულად უნდა იყოს კონცენტრირებული იმაზე, რომ სამშვიდობო შეთანხმება შედგეს. ეს აუცილებელია რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში სიტუაციის გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა