ჩვენთან იყო სხვა რამ, არასამთავრობო სექტორისთვის ლაგამის ამოდება – “უცხოური გავლენების შესახებ” კანონპროექტზე, რომელიც ევროკომისიამ წარადგინა

ჩვენთან იყო სხვა რამ, პირდაპირ არასამთავრობო სექტორისთვის ლაგამის ამოდება, რომელიც რუსეთშიც გააკეთეს,- ამი შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” თავმჯდომარემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა და უცხოური გავლენების შესახებ” კანონპროექტს გამოეხმაურა, რომელიც ევროკომისიამ “დემოკრატიის დაცვის პაკეტის“ ფარგლებში წარადგინა.
ს თქმით, აღნიშნული კანონპროექტი რუსული და ჩინური გავლენების შესამცირებლად არის შემუშავებული.
” ფარა არის საერთოდ სხვა რამ, ლობიზმის შესახებ ინფორმაცია არის სხვა რამ. აბსოლუტურად სხვა რამეა ევროპარლამენტის ეს კანონპროექტიც – ეს არის კონტრდაზვერვითი კანონმდებლობა, რომელმაც რუსულ და ჩინურ გავლენებს ხელ-ფეხი უნდა შეუმოკლოს. ჩვენთან იყო სხვა რამ, პირდაპირ არასამთავრობო სექტორისთვის ლაგამის ამოდება, რომელიც რუსეთშიც გააკეთეს,”- აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნურავის ექნება ილუზია, რომ მე, ან ჩვენი პოლიტიკური გუნდი დაიღლება ამ უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა, მთავარია, რომ ჩვენმა ხალხმა, ისე, როგორც აქამდე, 2026 წელსაც მკაფიოდ გაარჩიოს, ვინაა საქართველოს მტერი და ვინ მოყვარე!

ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, 2025 წელს, გარედან წამოსულ ყველა დარტყმას ღირსეულად დავხვდით და ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს უკან ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხისა და საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში