ჩვენებურების გარეშე – “ტორინო” და “ფროზინონე” დაზავდნენ

სერია A-ს 33-ე ტურში „ტორინოსა“ და „ფროზინონეს“ მატჩი უგოლოდ დასრულდა.
მასპინძელთა გუნდში საბა საზონოვი განაცხადში არ იყო, სტუმართა რიგებში კი გიორგი კვერნაძე ისევ სათადარიგოთა შორის დატოვეს.
„ტორინო“ 46 ქულით მე-9 ადგილზეა და 27 აპრილს მილანში „ინტერს“ შეხვდება, ხოლო 28 ქულით მე-18 პოზიციაზე მყოფი „ფროზინონე“ 26 აპრილს „სალერნიტანას“ უმასპინძლებს.
ტორინო – ფროზინონე 0:0