ამერიკის შეერთებული შტატები ატომური საწვავის 20%-ს დღემდე რუსეთისაგან იღებს. ორ ქვეყანას შორის გაფორმებული კონტრაქტები ყოველწლიურად $800 მილიონიდან $1.2 მილიარდამდე ღირებულების ურანით ვაჭრობას მოიცავს.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა და ის ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა.
როგორც პუტინმა ვალდაის ფორუმზე გამოსვლისას თქვა, ამერიკის პრეზიდენტი ინდოეთს და რუსეთის მოკავშირე სხვა ქვეყნებს ტარიფებითა და სანქციებით ემუქრება, თავად კი ურანის იმპორტზე უარს არ ამბობს.
“მას (ტრამპს) ორმაგი სტანდარტები აქვს. 2024-2025 წლებში ამერიკამ ჩვენგან $800 მილიონის ურანი იყიდა, ჩვენს მოკავშირე ინდოეთსა და ჩინეთს კი ნავთობის ყიდვის გამო ტარიფებითა და სანქციებით ემუქრება.” – განაცხადა პუტინმა.
