ჩეხი დასაქმებულები სამუშაო გრაფიკს ინდივიდუალურად მოირგებენ

ჩეხეთის რესპუბლიკაში დასაქმებულმა პირმა საკუთარი სამუშაო განრიგი შესაძლოა, თავად შეადგინოს.
შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებათა პაკეტს პარლამენტის ზედა პალატამ კენჭი უკვე უყარა.
დასაქმებული სამუშაო განრიგს დამსაქმებელთან შეთანხმებით დაგეგმავს, თუმცა, ახალი ინდივიდუალურად მორგებული გრაფიკი სამართლებრივ ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს, როგორიც არის, მაგალითად, ცვლებს შორის შესვენების, მინიმუმ, 11-საათიანი დროის უზრუნველყოფა.
სხვათა შორის, ჩეხებს, რომლებიც დისტანციურად მუშაობენ, საკუთარი სამუშაო გრაფიკის შედგენა უკვე შეუძლიათ, თუმცა, ახალი კანონით, ყველა დასაქმებულს მიეცემა ეს შესაძლრბლობა განურჩევლად პროფესიისა და სამუშაო ფორმატისა.