Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორის ვალერი ჩეხერიას შეფასებით, 2023 წელი პოზიტიური იყო, ზამთრის სეზონზე კი მოლოდინები კიდევ უფრო ოპტიმისტურია.
როგორც bmg-თან საუბრისას ჩეხერიამ აღნიშნა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, ბევრი უცხოელი სტუმრის ჩამოსვლასა და მეტი საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების წინაპირობა იქნება.
„წელს შევაჯამებდი პოზიტიურად. რასაკვირველია ვისურვებდი, რომ უფრო მეტი ევროპელი ტურისტი გვყავდეს და კანდიდატის სტატუსთან ერთად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება. ველოდებით, რომ ზამთრის კურორტებზე იქნება დატვირთული წელი იქიდან გამომდინარე, რომ ბაკურიანში ვმასპინძლობთ მსოფლიო ჩემპიონატს. მოლოდინი გვაქვს, რომ გუდაურიც და ყაზბეგიც იქნება დატვირთული. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი წელი მოდის ვიდრე იყო, თუმცა მაინც პოზიტიურად შევაფასებდი ამ წელს“, – განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.