ჩეხეთში ხელი მოეწერა დეკლარაციას უკრაინის “ერთიანობის ჰაბის” დაფუძნებაზე

„ჩეხეთის პრემიერმინისტრ ფიალას ვხვდებით პრაღის აჯანყების წლისთავზე – ესაა თარიღი, რომელიც ადასტურებს, რომ ადამიანების ღირსება ყოველთვის იმარჯვებს ჩაგვრაზე“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი .
მისი და ჩეხეთის პრემიერმინისტრ პეტრ ფიალას თანდასწრებით, 5 მაისს ხელი მოეწერა უკრაინისა და ჩეხეთის ერთობლივ დეკლარაციას ჩეხეთში უკრაინის „ერთიანობის ჰაბის“ შექმნის შესახებ.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს უკრაინის ვიცეპრემიერმა, ეროვნული ერთიანობის მინისტრმა ოლეკსი ჩერნიშოვმა და ჩეხეთის პირველმა ვიცეპრემიერმა, შს მინისტრმა ვიტ რაკუშანმა.
ჰაბი იქმნება ჩეხეთში მცხოვრები უკრაინელების მხარდასაჭერად და უკრაინის მოქალაქეების სახლში დაბრუნებაში დასახმარებლად. ამ მექანიზმის გამოყენებით, უკრაინელებს მიეწოდებათ ინფორმაცია და გაეწევათ კონსულტაცია დროებითი დაცვის, დაბრუნების, რეინტეგრაციის შესახებ, აგრეთვე საგანმანათლებლო და კულტურულ სერვისებზე. „ერთიანობის ჰაბი“ იქნება აგრეთვე პლატფორმა პროფესიული განვითარებისა და უკრაინის მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობისთვის.
დღეს ჩეხეთში ცხოვრობს 600 ათასი უკრაინელი, რომელთაგან 390 ათასს დროებითი დაცვის სტატუსი აქვს.
მსგავს დეკლარაციებს „ერთიანობის ჰაბის“ დასაფუძნებლად უკვე მოეწერა ხელი ესპანეთთან, გერმანიასა და საფრანგეთთან.
4 მაისს პრეზიდენტ პეტერ პაველთან გამართულ შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ჩეხეთის საარტილერიო ინიციატივა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ჩეხეთმა უკვე მიაწოდა მნიშვნელოვანი დახმარება ს და წელსაც ეფექტიანი თანამშრომლობის იმედი აქვს – განსაკუთრებით 1.8 მილიონი ჭურვის მიწოდების მხრივ.
5 მაისს უკრაინის პრეზიდენტი შეხვდა ჩეხეთის წამყვანი სამხედრო კომპანიების ხელმძღვანელებს:
„განვიხილეთ თავდაცვით ინდუსტრიაში თანამშრომლობა და ის, თუ როგორ უზრუნველყოფს უკრაინა-ჩეხეთის კოლაბორაცია და ერთობლივი წარმოება უსაფრთხოებას და ევროპის კონტინენტზე აგრესიის გამეორების პრევენციას. მადლიერი ვარ უკრაინის მიმართ ამ რწმენისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების გამო. ვაფასებთ ჩეხეთის კომპანიების მონაწილეობას 155 მმ ჭურვებით მომარაგებაში. ევროპის ქვეყნების თავდაცვითი ინდუსტრიის პოტენციალის კონსოლიდაცია მნიშვნელოვნად ეხმარება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას“.
ფორუმი