ჩეხეთში ფონდ Help Ukraine-ის დამფუძნებელს სუბსიდიების მიტაცებაში ადანაშაულებენ

ჩეხეთის პროკურატურამ ფონდ Help Ukraine-ის დამფუძნებელს, ვლადიმირ გერგელს, ბრალი წაუყენა უკრაინელი ლტოლვილების ინტეგრაციის პროგრამებისთვის გამოყოფილი სუბსიდიების მიტაცებაში.
ამის შესახებ “ჩეხეთის ტელევიზია” იტყობინება. უკრაინელებისთვის საზოგადოებრივი ცენტრის დაფუძნებისთვის ჩეხეთის განათლების სამინისტროსგან ფონდმა 20 მილიონი ჩეხური კრონი (თითქმის 900 ათასი დოლარი) მიიღო. ცენტრი 2022 წელს გაიხსნა.
სახსრები, კერძოდ, გამოიყო ჩეხური ენის სწავლებისთვის. ხელისუფლების ერთ-ერთი პირობა იყო ადაპტაციის ჯგუფებში უკრაინელი ბავშვების უფასო დაშვება. თუმცა ფონდმა მოსწავლეებისგან თანხა შეაგროვა და ამასთან, მასწავლებლებს რამდენიმე თვის განმავლობაში არ უხდიდა ხელფასებს.
“ჩეხეთის ტელევიზიის” ცნობით, სამინისტროსგან პირველი გრანტის მიღებიდან მეორე დღეს, ვლადიმერ გერგელმა ფონდის ანგარიშიდან თავისი დედის ანგარიშზე ორი მილიონი კრონი გადარიცხა. შემდეგ მან კიდევ ექვსი მილიონი კრონი გამოიტანა ნაღდი ფულის სახით და სულ რვა მილიონი კრონი გადაიხადა ში ბინის შესაძენად.
გერგელს სუბსიდირების მიტაცებაში ედება ბრალი. მას 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ჩეხეთში დაახლოებით 397 ათასი უკრაინელი ლტოლვილია. პრაღის მერმა ზდენეკ გრჟიბმა 2023 წლის იანვარში განაცხადა, რომ პრაღამ მიიღო დაახლოებით 120 ათასი უკრაინელი ს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. მათი, სულ მცირე, მესამედი ბავშვებია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”