ჩეხეთის რესპუბლიკაში, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ჰოდონინის ტყე–პარკში 70 სკამი გამოჩნდება, რომლებიც 2021 წელს დამანგრეველი ტორნადოს შედეგად დაზიანებული ხეებისგან იქნება დამზადებული. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ტორნადომ ადგილობრივ გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, ბევრი ხე წააქცია. ქალაქის ადმინისტრაციამ და გარემოს დამცველებმა გადაწყვიტეს დაზიანებული მუხისა და ფიჭვის ხეები ქუჩის ავეჯად აქციონ.
ტყე-პარკში პოპულარული მარშრუტების გასწვრივ ახალი სკამები, მაგიდები და სხვა პარკის ავეჯი დამონტაჟდება. გამოსავალი არა მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთაა, არამედ სიმბოლურიც: მკვდარი ხეები გააგრძელებენ ხალხის გახარებას იმავე ადგილებში, სადაც ოდესღაც იზრდებოდნენ.
