ჩეხეთში სურთ, ბაქტერიები ანტარქტიდიდან, ანტიბიოტიკების ახალი თაობის შესაქმნელად გამოიყენონ
ჩეხეთის ქალაქ ბრნოში მდებარე მენდელის უნივერსიტეტის მეცნიერები იკვლევენ უნიკალურ ბაქტერიებს, რომლებიც ანტარქტიდის ექსტრემალურ პირობებში ბინადრობენ – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
არ არის გამორიცხული, რომ მათი გამოყენება ანტიბიოტიკების ახალი თაობის შესაქმნელად იყოს შესაძლებელი, რომლებიც ამჟამინდელ პრეპარატებზე უფრო ეფექტურად იმოქმედებენ.
ანტარქტიდის ნიადაგი საკვები ნივთიერებებით უკიდურესად ღარიბია და ლიქენების გარდა, მასში მხოლოდ რეზისტენტული ბაქტერიები გადარჩებიან. საკვებისთვის ბრძოლაში ეს მიკროორგანიზმები ქმნიან ეგრეთ წოდებულ ბიოაქტიურ ნივთიერებებს – ბუნებრივ ქიმიურ „იარაღს“, რომელიც ანადგურებს კონკურენტ ბაქტერიებს.
