ჩეხეთში საქართველოს ელჩად რუსლან აბაშიძე დაინიშნა

ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად რუსლან აბაშიძე დაინიშნა.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„რუსლან აბაშიძე საქართველოს საგარეო უწყებაში 1996 წლიდან მუშაობს. 2009-2013 წლებში ის იყო ს რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ხოლო 2013 -2015 წლებში – საგანგებო დავალებათა ელჩი.
რუსლან აბაშიძეს საჯარო უწყებებში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წლებში ის იკავებდა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილისა და ს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობებს.
რუსლან აბაშიძეს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლომჯარია სპორტსმენებს – გულშემატკივარი უნდა გიყვარდეთ და გესმოდეთ მათი არა მხოლოდ ტრიბუნაზე, არამედ ციხეშიც, არა მხოლოდ გალაღებული, არამედ ნაცემიც და დაჩაგრულიც – მხოლოდ ასეთ ერთობას შეუძლია მოუტანოს წარმატება სპორტსაც და ქვეყანასაც!