ჩეხეთში, რესტორანში მომხდარ აფეთქებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ მოსტში, რესტორანში მომხდარ აფეთქებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ჩეხეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულია რვა ადამიანი.
სახანძრო ბრიგადის განცხადებით, აფეთქება სავარაუდოდ მას შემდეგ მოხდა, რაც დაწესებულებაში გამათბობელი ამოტრიალდა და ხანძარი გაჩნდა.
მათივე ინფორმაციით, რესტორნიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან 30 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რვა დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჩეხეთის პოლიციამ გამოძიება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის გაუფრთხილებლობით საფრთხის შექმნის შესაძლო ფაქტზე დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე იაკობი – რატომ ვერ წყვეტენ ომებს, დაფიქრებულხართ? ასეთი ამბებია და წარამარა საქართველოსთვის იცლიან, კიდევ რაღაც რეზოლუცია მიიღეს – ახალგაზრდები რატომ არიან ციხეში?! იმის გამო, რომ ევროპარლამენტში კონკრეტულმა ქალბატონმა რაღაც იყვიროს