ჩეხეთში პიროტექნიკის გაყიდვისა და გამოყენების წესებს გაამკაცრებენ. ქვეყნის სენატმა დაამტკიცა კანონი, რომელიც კრძალავს ფოიერვერკებისა და პეტარდების ბაზრებსა და ქუჩის დახლებში გაყიდვას – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
გამონაკლისი მხოლოდ ყველაზე უსაფრთხო პროდუქტებისთვისაა დაშვებული.
ახლა უფრო ძლიერი ფეიერვერკის შესაძენად სპეციალური ნებართვა იქნება საჭირო.
