ჩეხეთში აფეთქება მოხდა საბრძოლო მასალის ქარხანაში

ცენტრალურ ჩეხეთში, ქალაქ პოლიჩკასთან ახლოს, საწყობში ასაფეთქებელი ნივთიერება ტრინიტროტოლუოლის (TNT) აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა, სულ მცირე, ერთი ადამიანი.
აფეთქება სამშაბათს დილით მოხდა. საწყობი იჯარით აქვს აღებული ჰოლდინგურ კომპანია STV Invest-ს. როგორც სააგენტო CTK იტყობინება, STV Group-ის ქარხანა პოლიჩკაში აწარმოებს მსხვილი კალიბრის საბრძოლო მასალას, ახორციელებს სამხედრო აღჭურვილობის შეკეთებას და სათადარიგო ნაწილებით მომარაგებას.
გამოცემა Novinky.cz-ის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, აფეთქების მიზეზი გახდა „ერთ-ერთ საამქროში წარმოების ტექნოლოგიის დარღვევა“.
2014 წელს ჩეხეთის სოფელ ვრბეტიცეში საბრძოლო მასალის საცავებში აფეთქებების ორი სერიის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, Imex Group-ის თანამშრომლები. 2021 წლის გაზაფხულზე, ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ, ჩეხეთის მთავრობამ გამოაქვეყნა ინფორმაცია დანაშაულში ეჭვმიტანილების შესახებ. ესენი არიან ს სამხედრო დაზვერვის, გრუ-ს, 29155-ე ქვედანაყოფის თანამშრომლები. იმის გამო, რომ დარწმუნებულია აფეთქებაში მათ მონაწილეობაში, ჩეხეთიდან გააძევეს რუსეთის 18 დიპლომატი, რომლებიც იდენტიფიცირებულნი იყვნენ, როგორც რუსული სპეცსამსახურების, კერძოდ, გრუ-სა და საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები. საპასუხოდ მოსკოვიდან 20 ჩეხი დიპლომატი გააძევეს.
ფორუმი