ჩეხეთში ანდრეი ბაბიშს პრეზიდენტმა მთავრობის შექმნა დაავალა

ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ ანდრეი ბაბიშს მთავრობის ფორმირება დაავალა.

პაველის პრესსპიკერმა ეს განცხადება ში ორი პოლიტიკოსის შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ოქტომბრის დასაწყისში ჩატარებულ არჩევნებში ბაბიშის მემარჯვენე პოპულისტურმა პარტია ANO-მ დაახლოებით 34 პროცენტით მოიგო, მაგრამ უმრავლესობისთვის პარტნიორების ძიებაშია. ბაბიში პოლიტიკური სპექტრის ორ მემარჯვენე პარტიასთან – ახალ, ავტომძღოლების პარტია „მოტორისტე სობიესა” და “თავისუფლებისა და პირდაპირი დემოკრატიის” ჯგუფთან – ერთად ცდილობს კოალიციის შექმნას. სამივე პარტიას ერთად წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა ექნებოდა.
საარჩევნო კამპანიის დროს ბაბიშმა, რომელსაც ადრე უკვე ეკავა პრემიერის პოსტი, სხვა საკითხებთან ერთად, განაცხადა, რომ შეაჩერებს ში იარაღის მიწოდებას და განმარტა, რომ ს ნატოს ფარგლებში შეაქვს თავისი წვლილი უკრაინის დახმარებაში. აქამდე ჩეხეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – მიმდინარე წლის სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 124-მა პირმა 4.1 მილიონი ლარი შესწირა – შემომწირველებში ჭარბობდნენ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები

ალექსანდრე დარახველიძე დაკავებულ ჟურნალისტზე – დაწესებულებაში შესახლებისას შემოწმება მოიცავს გაშიშვლებას, რომ თუ სხეულზე დაზიანება არსებობს, აღიწეროს – რაც შეეხება დაკავებას, ადგილი ჰქონდა პოლიციის დაუმორჩილებლობას

ირაკლი ქადაგიშვილი – სამშვიდობო გეგმა შედგენილია ფრონტზე არსებული მდგომარეობით, იმ მხარეს, რომელიც იმარჯვებს, გაცილებით მეტი პირობები აქვს ულტიმატუმის წაყენებისათვის – უკრაინისთვის არჩევანი არის ცუდსა და უარესს შორის