ჩეხეთს შენგენის ზონაში რუსი დიპლომატების გადაადგილების შეზღუდვა სურს

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციათა მე-12 პაკეტის ფარგლებში ჩეხეთის შემზღუდველ ზომებზე მუშაობს, რომლის მიხედვით რუს დიპლომატებს იმ ქვეყნების დატოვების უფლება აღარ ექნება, სადაც ისინი დიპლომატიურ საქმიანობას ეწევიან. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ამისთვის ჩეხეთის ინიციატივით, რუსმა დიპლომატებმა მხოლოდ იმ ქვეყნის ვიზა უნდა მიიღონ, სადაც მსახურობენ და არ მთელი შენგენის ზონის ვიზა, რომელშიც ევროკავშირის 24 ქვეყნის გარდა კიდევ შვეიცარია, ისლანდია და ნორვეგია შედის. ასევე მოითხოვს, რომ რუსმა დიპლომატებმა ვიზები მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტებით მიიღონ, რომელთა გაყალბება რთულია.
2022 წელს ჩეხეთიდან ს ფედერაციის 70 მოქალაქე გააძევეს, რომლებიც რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ და, სავარაუდოდ, 2014 წელს ჩეხეთის ერთ-ერთ სამხედრო საწყობში მომხდარ აფეთქებასთან იყვნენ დაკავშირებულები.
„ჩეხეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო დაზვერვის და სხვა სპეცსამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან. შენგენის ზონაში ამის გაკონტროლება საკმაოდ რთულია“, – წერს Financial Times ჩეხეთის დიპლომატიურ წრეებში მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
15 ნოემბერს ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ახალი პაკეტის პროექტი წარადგინა. მასში კიდევ 120 ფიზიკური პირი იქნება შეყვანილი. ასევე დაგეგმილია ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსული ალმასების და საიუველირო ნაკეთობების გაყიდვის სრული აკრძალვა. ევროკავშირი ვარაუდობს, რომ ამით რუსეთის ფედერაციის შემოსავალი
წელიწადში 4,5 მლრდ ევროთი შემცირდება. ასევე ევროკავშირი რუსეთის იმ დაზგების და დანადგარების ექსპორტის აკრძალვას გეგმავს, რომელსაც კრემლი იარაღის საწარმოებლად იყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება