ჩეხეთსა და სლოვაკეთში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები გაიმართა

ჩეხეთსა და სლოვაკეთში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები გაიმართა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჩეხეთსა და სლოვაკეთში დემოკრატიული ღირებულებების დაცვის მოწოდებით ათასობით ადამიანმა 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის წლისთავი აღნიშნა.
ს დედაქალაქ ბრატისლავასა და სხვა ქალაქებში ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო ჯგუფების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს პოლიტიკის წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გამოვიდა.
„ფიცო დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, კულტურასა და მედიას თავს ესხმის. ზუსტად ისე, როგორც ამას კომუნისტები აკეთებდნენ. ფიცო დემოკრატიულ სამყაროს გვაშორებს“, – განაცხადა ოპოზიციური „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, იაროსლავ ნადმა საპროტესტო აქციაზე.
ასევე, ჩეხეთის დედაქალაქ ში საპროტესტო აქციაზე, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის წინააღმდეგ ჩეხეთის, ევროკავშირისა და უკრაინის დროშებით ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
დემონსტრანტების განცხადებით, ბაბიში, რომელმაც მემარჯვენე პარტიებთან კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ შეთანხმება უკვე გააფორმა, „ევროკავშირთან ჩეხეთის კავშირებს შეამცირებს“.