ერთა ლიგის B1 ჯგუფში, რომელშიც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, უკრაინა და ჩეხეთი დაზავდნენ – 1:1.
მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა, პირველ ტაიმში სტუმრები „პლზენის“ ნახევარმცველმა ლუკაშ ჩერვიმ დააწინაურა, საპასუხო გოლი კი შესვენების შემდეგ პენალტით „რომას“ თავდამსხმელმა არტიომ დოვბიკმა გაიტანა.
ჯგუფში 7 ქულით ლიდერია ჩეხეთია, საქართველო 6 ქულით მეორე ადგილზეა, ალბანეთი ამდენივე ქულით მესამეზეა, ხოლო მეოთხეზე 4 ქულით უკრაინაა.
შემდეგი ტური 16 ნოემბერს გაიმართება: საქართველო უკრაინას, ალბანეთი კი ჩეხეთს უმასპინძლებს.
უკრაინა – ჩეხეთი 1:1
დავიწყეთ ისევ კალკულატორებით მოძრაობა? )) კარგით რა ხო ყველამ ვიცით ეს კინო და ისიც ზუსტად ვიცით რომ ამ კინოს ერთი და იგივე დასასრული აქვს. ჩვენ ის ხალხი არ ვართ ეგეთ შანსებს რო ვიყენებდეთ.ჩვენი მოსაგები დღეს გავანიავეთ და ზედმეტ ილიზუებს ნუ შევიქმით.ეს ტურნირი დასრულებულია!