ჩეხეთმა სანქციები დაუწესა შსს-ის სამ მაღალჩინოსანს – „ხარებას“, ვაჟა სირაძეს და მირზა კეზევაძეს

ჩეხეთმა სანქციები დაუწესა საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ მაღალჩინოსანს.

ინფორმაციას ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი ავრცელებს.

„დღეს, ჩემი ინიციატივით, მთავრობამ სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ თანამშღომელს“, – წერს მინისტრი ლიპავსკი.

„მიზეზი არის მათი პირდაპირი პასუხისმგებლობა გასულ წელს საქართველოში პროტესტის სასტიკ ჩახშობაში. ჩვენ ისინი არ გვინდა ჩეხეთის რესპუბლიკაში“, – წერს ის პლატფორმა X-ზე.

ჩეხური მედიის ცნობით, სანქცირებულები არიან:

  • ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ – -ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი. ის -ის, ბრიტანეთის და ბალტიის ქვეყნების მიერ არის სანქცირებული;
  • ვაჟა სირაძე, საპატრულო პოლიციის უფროსი;
  • მირზა კეზევაძე, ხარაზიშვილის მოადგილე. მათ ჩეხეთში შესვლა ეკრძალებათ.„მსგავსი სიები უკვე აქვთ მიღებული ბალტიის ქვეყნებს, შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთსა და ს“, – მედიის ცნობით, განაცხადა მან.

    მინისტრის განცხადებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩეხეთი სანქციებს აწესებს ადამიანის უფლებათა დარღვევისათვის: „კონტექსტისათვის, – წინა შეზღუდვები დაწესდა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის მხარდაჭერისათვის“.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ეს დღეები „ნაცმოძრაობა“ და მისი განაყოფები არგუმენტს არგუმენტზე გვიმატებენ საკონსტიტუციო სარჩელისთვის – მათ დაამძიმეს საკუთარი მდგომარეობა და დაამატეს მტკიცებულებები ისედაც ძლიერ სარჩელს

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – მათ, ვინც ჩვენი გუნდიდან კიდევ ერთი მებრძოლი, პაატა მანჯგალაძე, უკანონოდ დაატყვევა, უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს გათავისუფლებისთვის აგორებულ ეროვნულ ტალღას ვერანაირი რეპრესიები ვერ შეაჩერებს