ჩეხეთმა კიდევ 5 ქართველი მაღალჩინოსანი დაასანქცირა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დასანქცირებული „საქართველოს რეჟიმის ხუთი წარმომადგენელი – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სამი მოსამართლე და ერთი პროკურორი“.
ჩეხეთის საგარეო უწყების განცხადებით, დასანქცირებული პირები პასუხისმგებელი არიან 2024-25 წლებში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების სასტიკ დარბევაზე.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიულ და თავისუფალ საქართველოს“, – აცხადებს ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ჩეხეთის მიერ სანქციები დაუწესდათ:
· შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, რომელმაც, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საჯაროდ დაიცვა ძალის გამოყენება და ძალადობა მომიტინგეების წინააღმდეგ.
· მოსამართლე კობა ჩაგუნავა,
· მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი,
· მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია,
· პროკურორი ლაშა კოტრიკაძე.
იანვრის ბოლოს ჩეხეთმა ასევე დაასანქცირა სპეციალური დავალებათა დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მირზა კეზევაძე. ასევე საპატრულო პოლიციის მაშინდელი უფროსი ვაჟა სირაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას“ – ეკონომიკის სამინისტრო