ჩეხეთმა აშშ-ში საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია განახორციელა, რომელიც რამდენიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი

ჩეხეთის ხელისუფლებამ შეერთებულ შტატებში რამდენიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქის, ფოლად ომაროვის ექსტრადაცია განახორციელა.
Radio Prague International-ის ინფორმაციით, ფოლად ომაროვი -ის პოლიციის ესკორტს პრაღის აეროპორტში გადასცეს. საქართველოს ექსტრადირებული მოქალაქე რამდენიმე დანაშაულშია ეჭვმიტანილი, მათ შორის ფულის გათეთრებასა და ნიუ-იორკში ირანელი ჟურნალისტის მკვლელობის დაგეგმვაში.
მედიის ინფორმაციით, პირი, რომლის მკვლელობაც იგეგმებოდა, ირანის მთავრობის კრიტიკოსია, რომელიც აშშ-ის მოქალაქეა და ბრუკლინში, ნიუ-იორკში ცხოვრობს. მამაკაცი გასული წლის იანვარში დააკავეს და ივლისში ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა, პაველ ბლაჟეკმა მისი ექსტრადიცია დაამტკიცა. მიუხედავად იმისა, რომ ომაროვმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, ის საკონსტიტუციო სასამართლომ ძალაში დატოვა.