ჩეხეთმა აშშ-ს გადასცა საქართველოს მოქალაქე, ეჭვმიტანილი მკვლელობის მცდელობაში

ჩეხეთმა -ს გადასცა ფოლად ომაროვი, რომელსაც ამერიკული მხარე აშშ-ის მოქალაქისა და ირანის ხელისუფლების კრიტიკოსის, მასიჰ ალინეჯადის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს, იტყობინება „ამერიკის ხმა“.
ალინეჯადი სოციალურ ქსელებში ირანის ხელისუფლების კრიტიკის გარდა, ანთავსებდა ირანში ქალთა პროტესტების ვიდეოებს.
ჩეხეთის იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ომაროვი ამერიკულ მხარეს ოთხშაბათს, 21 თებერვალს გადაეცა. იგი 2023 წლის იანვარში დააკავეს, თუმცა ექსტრადიცია ომაროვის დაცვის მიერ სასამართლოში ჩივილის გამო გაიწელა. სასამართლოს ყველა ინსტანციამ უარი თქვა ექსტრადიციის შეჩერებაზე.
მკვლელობის მცდელობის გარდა, ომაროვს აშშ ფულის გათეთრებასაც ედავება.
ამერიკული მხარის ცნობით, ომაროვი ჩეხეთისა და სლოვენიის მაცხოვრებელია. ჩეხეთის იუსტიციის სამინისტრო წერს, რომ იგი საქართველოს მოქალაქეა.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook-GEO – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის” მიღების გამო ჩვენ მივიღეთ რთული გადაწყვეტილება – შეგვეჩერებინა ფუნქციონირება, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას