ჩეხეთი ხარკოვის ოლქის სამედიცინო სექტორის გასაძლიერებლად 10 მლნ დოლარს გამოყოფს – ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ოლეგ სინებუგოვი, ავრცელებს.
მისი თქმით, თანხები გამოყენებული იქნება აღჭურვილობის შესაძენად ოლქის რამდენიმე ჯანდაცვის დაწესებულებისთვის. მათ შორის, ხარკოვის ამბულატორიული კლინიკისთვის.
სინებუგოვმა მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მთავრობას უკრაინისთვის გაწეული დახმარებისთვის და ხარკოვის ოლქის ძლიერი მხარდაჭერისთვის.
