ჩეხეთი სექტემბერ-დეკემბერში უკრაინას თვეში 100 000-მდე ჭურვს მივაწვდის

ჩეხეთის პრემიერმინისტრმა, პეტრ პაველმა მედიასთან საუბარში თქვა, რომ ჩეხეთი ს სექტემბრიდან წლის ბოლომდე თვეში 80 000-100 000 ჭურვს მიაწვდის.
პაველის თქმით, მიზანია წელს უკრაინისთვის 500 000 ჭურვის მიწოდება. მან ჩეხურ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ საბრძოლო მასალების 50 000 ერთეულს ივლისსა და აგვისტოში მიიღებენ, ამის შემდეგ კი, სექტემბრიდან, გაგზავნიან თვეში 80 000-100 000 ჭურვს.
პაველის თქმით, საჭიროა გააზრება, რომ რუსეთს უკრაინაზე დიდი რესურსი აქვს. მისი აზრით, ახლო მომავალში ფრონტის ხაზზე დიდი ცვლილება მოსალოდნელი არაა და დასავლეთმა უნდა დაარწმუნოს, რომ ბრძოლის ველზე წარმატებას ვერ მიაღწევენ. ჩეხეთის პრემიერის თქმით, რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდამდე ასე უნდა მიიყვანონ. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ პარალელურად უკრაინას უნდა მიაწოდონ ყველაფერი, რაც თავდაცვისთვის სჭირდება. მან ასევე დაამატა, რომ დასავლეთმა ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ნაწილად არასდროს უნდა აღიაროს.
თებერვალში ჩეხეთმა NATO-ს მოკავშირეებთან ერთად გამონახა გზა, როგორ მიეწოდებინათ უკრაინისთვის 800 000 ჭურვი. თავდაპირველად ჩეხეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ პროცესისთვის საჭირო იყო ფინანსური დახმარება. მარტში ცნობილი გახდა, რომ მოკავშირეებმა საბრძოლო მასალის შესყიდვისთვის საჭირო თანხები შეაგროვეს. მეტიც, პაველი ამბობდა, რომ მალე ევროპულ ქვეყნებს შეეძლებოდათ ჭურვების საკუთარი თავისთვისა და უკრაინისთვის საკმარისი რაოდენობით წარმოება.
ჭურვები ფრონტის ხაზის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი მთავარი სამხედრო კომპონენტია.
წყარო: ტაბულა