ჩეხეთი რუსულ სახელმწიფო აქტივებს გაყინავს

ჩეხეთი ს სახელმწიფო აქტივებს გაყინავს. ინიციატივა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს იან ლიპავსკის ეკუთვნის.
Na můj navrh dnes vláda schválila zmražení ruského státního majetku v Česku. Komerční aktivity, ze kterých Rusko financuje vraždění Ukrajinců, tady končí.— Jan Lipavský (@JanLipavsky) November 15, 2023
“დღეს ჩემი შეთავაზებით ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსული სახელმწიფო აქტივების გაყინვას მთავრობამ მხარი დაუჭირა. ამით კომერციული საქმიანობა, რომლის ფინანსებსაც რუსეთი უკრაინელების დასახოცად იყენებს სრულდება”. – წერს ლიპავსკი.
ამავდროულად ლიპავსკიმ სანქცირებული კომპანიების რიცხვში შეიყვანა საზღვარგარეთ აქტივების მართვის რუსეთის ფედერალური დაწესებულება Госзагрансобственность.
ჯამურად ჩეხეთმა 415 მილიონი ევროს ღირებულების აქტივები გაყინა.
კრემლის მედია Ria წერს, რომ გაყინვა არ შეეხება რუსულ დიპლომატიურ მისიას.