ჩეხეთი ევროკავშირს სთავაზობს, აკრძალოს რუსი დიპლომატების შენგენის გავლით მოგზაურობა

ევროკავშირი განიხილავს ჩეხეთის რესპუბლიკის წინადადებას რუსი დიპლომატების შენგენის ზონაში თავისუფლად გადაადგილების აკრძალვის შესახებ. ამის შესახებ გაზეთ წერს Financial Times-ი. გამოცემის წყაროს თანახმად, ჩეხეთი მოუწოდებს მოკავშირეებს, რომ რუს დიპლომატებს ვიზები და ბინადრობის ნებართვა გასცეს მხოლოდ იმ ქვეყანამ, რომელშიც ისინი მუშაობენ. გარდა ამისა, ჩეხეთის წარმომადგენლებს სურთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა დიპლომატებისგან მიიღონ მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტები, რომელთა გაყალბება უფრო რთულია.
ჩეხეთმა თავისი იდეა ახსნა იმით, რომ” მის ტერიტორიაზე ჩამოდიან ს გრუ-ს (სამხედრო დაზვერვის) და სხვა სამსახურების აგენტები “, ხოლო შენგენის ზონაში ამის კონტროლი ძნელია, თქვა ევროკავშირის დიპლომატმა.
ჩეხეთის წინადადება განიხილება ში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ შემოღებული სანქციების მე-12 პაკეტზე მოლაპარაკებების ფარგლებში. Financial Times-ი აღნიშნავს, რომ დისკუსია ადრეულ ეტაპზეა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩეხური წინადადება პაკეტში შევიდეს.
· წინა კვირას ცნობილი გახდა, რომ ჩეხეთი დააყადაღებს 50-ზე მეტ ობიექტს, რომლებიც ეკუთვნის რუსეთის ფედერალურ სახელმწიფო კომპანია „გოსზაგრანსობსტვოს“. ქვეყნის მთავრობამ ამ კომპანიის წინააღმდეგ ეროვნული სანქციები დააწესა. როგორც ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობაშია მითითებული, დააყადაღებენ სა და კარლოვი-ვარიში მდებარე ობიექტებს. შეზღუდვებს არ ექვემდებარება მხოლოდ ოთხი შენობა, რომლებსაც რუსი დიპლომატები იყენებდნენ.
· თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მ ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილებას “სახელმწიფო ქონების” წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ “კიდევ ერთი ანტირუსული ნაბიჯი უწოდა“ და პრაღას საპასუხო ზომით დაემუქრა.

ასევე დაგაინტერესებთ

თავდაცვის მინისტრი – ამ დროისთვის, ჩვენს წინაშე დასმული ამოცანისთვის მობილიზებული ძალები საკმარისია, დამატებითი საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე საათში შევძლებთ დამატებითი ძალების ჩართვას