ჩეხეთის უწყებებს რუსეთის ჰაკერები ესხმიან თავს. გერმანიამ რუსეთის წარმომადგენელი დაიბარა მმართველ პარტიაზე კიბერთავდასხმის გამო

ჩეხეთის რესპუბლიკის უწყებები ს კიბერთავდასხმების სამიზნე იყო შარშანდლის შემდეგ, განაცხადა 3 მაისს ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
Reuters-ი იტყობინება, რომ სამინისტროს თანახმად, რუსულმა ჯგუფმა სახელწოდებით, APT28, რომელიც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან (GRU), გამოიყენა Microsoft-ის პროგრამა Outlook-ის დაუცველობა.
ჩეხეთის მეზობელი ქვეყნის: გერმანიის მთავრობაც რუსეთის სამხედრო დაზვერვას აკისრებს პასუხისმგებლობას 2023 წლის დასაწყისში გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაზე კიბერთავდასხმისთვის და ამასთან დაკავშირებით გამოიძახა ბერლინში რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი.
საგარეო უწყების წარმომადგენელმა თქვა, რომ ამ შემთხვევიდან ჩანს, როგორა რეალური და უზომოდ დიდია რუსეთის მხრიდან საფრთხე ევროპაში უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ავსტრალიაში ვიზიტისას განაცხადა, რომ რუსი ჰაკერები თავს დაესხნენ გერმანიას. ბერბოკის თქმით, სოციალ-დემოკრატიულ პარტიაზე თავდასხმის გამოძიება დასრულდა და ის ცალსახად უნდა მიეწეროს ჯგუფ APT28-ს, რომელსაც რუსეთის სამხედრო დაზვერვა მართავს.
APT26-ს უკვე 2015 წელს დაეკისრა პასუხისმგებლობა დიდი კიბერთავდასხმისთვის გერმანიის პარლამენტზე – ბუნდესტაგზე და ასევე -ში, 2017 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ დემოკრატიულ პარტიაზე.
ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ ამ თავდასხმებზე რეაგირება ექნება. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა თქვა, რომ ბრიუსელი გამოიყენებს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას კიბერ-სივრცეში რუსეთის მავნე მოქმედების აღსაკვეთად.

ასევე დაგაინტერესებთ