ჩეხეთის სენატმა მიიღო რუსებისთვის ჩეხეთის მოქალაქეობის ამკრძალავი კანონპროექტი

ჩეხეთის სენატმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს აკრძალვის დაწესებას ს მოქალაქეთათვის ჩეხეთის მოქალაქეობის მინიჭებაზე. მათგან უკვე მიღებული განაცხადები გაიყინება. გამონაკლისები შეიძლება დაუშვან ზოგიერთი ბავშვისთვის და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთათვის, ნათქვამია დოკუმენტში.
კაონპროექტი რუსეთის მოქლაქეებისგან მოითხოვს რუსეთის პასპორტზე უარის თქმას მანამდე, სანამ ჩეხურს მიიღებენ. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი განაცხადებს განიხილავენ მხოლოდ ში ომის დასრულების შემდეგ. დოკუმენტის თანახმად, ჩეხეთის პასპორტის პრეტენზია შეიძლება ჰქონდეთ რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჩეხეთში უკვე 10 წელზე მეტ ხნის განმავლობაში ცხოვრობენ. ახალი გრძელვადიანი ვიზების გაცემა ჩეხეთის რესპუბლიკამ უკვე მაშინ შეუწყვიტა რუსეთის მოქალაქეებს, როცა რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.
ატვორებმა კანონის მიღების აუცილებლობა ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებით ახსნეს. ოპოზიციის წარმომადგენლები მიუთითებენ, რომ პოტენციურ მოქალაქეებს ისედაც სწავლობენ სპეცსამსახურები. უფლებადამცველები ამბობენ, რომ მხოლოდ ერთი ქვეყნის წარმომადგენელთათვის ცალკე მიღებული კანონები შესაძლოა დისკრიმინაციული ხასიათის იყოს. ჩეხეთში რუსეთის მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფებმა პირობა დადეს, რომ კანონს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
დოკუმენტით ჩეხეთის კანონმდებლობაში შედის ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა „უცხოეთის სახელმწიფოსთან არასანქციონირებული თანამშრომლობისთვის“. ოპოზიციასა და უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ ფორმულირება ხელისუფლებას თავისუფალი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას აძლევს. უდიდესი ოპოზიციური პარტია „ანოს“ ლიდერმა, ანდრეი ბაბიშმა მას უწოდა ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ „ყველაზე დიდი იერიში სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე“.
ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტ რაკუშანმა სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ აკრძალვა შეეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც განზრახ უქმნიან მუქარას ეროვნულ უსაფრთხოებას. ჯაშუშობის ამჟამინდელი აკრძალვა ეხება მხოლოდ საიდუმლო ინფორმაციას, ახალი სისხლის სამართლის დანაშაული ასევე უნდა მოიცავდეს „არასაიდუმლო, მაგრამ მნიშვნელოვანი ინფორმაციის“ შეგროვების შემთხვევებს, მოჰყავს მისი სიტყვები Seznam Zpravy-ს.
კანონპროექტი ოფიციალურად არ მიუღია სენატს, მას მხარი დაუჭირა 73 დამსწრე წევრიდან 21-მა. თუმცა, ის არ არის დაბლოკილი და ხელმოწერისთვის გადაეცემა პრეზიდენტს. მან უკვე განაცხადა, რომ მის მიღებას არ ეწინააღმდეგება.