ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის პარტია ლიდერობს, მეორე ადგილზეა მმართველი ალიანსი

ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში პარტია ANO-მ გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხური და საერთაშორისო მედია ავრცელებს.
ჩეხეთის პარლამენტის 200-ადგილიან ქვედა პალატაში – დეპუტატთა პალატაში – მიმდინარეობდა.
ამ მომენტისთვის, ხმების 99.7%-ის დათვლის შემდეგ, პირველ ადგილზეა ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის (2017-2021), ანდრეი ბაბიშის პარტია ANO, რომელსაც ხმების 34.66% (80 ადგილი) აქვს. მეორე ადგილზეა მმართველი პოლიტიკური ალიანსი Spolu, რომელსაც ხმების 23.28% აქვს (52 ადგილი).
სხვა ბარიერგადალახული პარტიები არიან: “მერები და დამოუკიდებლები” (11.19%, 22 ადგილი), “პირატული პარტია” (8.88%, 18 ადგილი), “თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია” (7.81%, 15 ადგილი) და “მოტორისტები თავისთვის” (6.79%, 13 ადგილი).
მოსალოდნელია, რომ გამარჯვებული პარტიის ლიდერი, ანრეი ბაბიში საკოალიციო მოლაპარაკებებს დღესვე დაიწყებს პარტიებთან – “მოტორისტები თავისთვის” და “თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია”.