ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა

ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 14:00 საათზე დასრულდა.
2025 წლის საპარლამენტო ს შედეგები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.
Reuters-ი წინასწარ გამოკითხვებზე დაყრდნობით წერს, რომ არჩევნებში პირველ ადგილს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის პოპულისტური ოპოზიციური პარტია, ANO დაიკავებს და ხმების 28-30%-ს მიიღებს. თუმცა, სავარაუდოდ, პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებს და კოალიციის შექმნის მიზნით პარტნიორების პოვნა მოუწევს.
წინასწარი გამოკითხვების თანახმად, მმართველი ცენტრისტული მემარჯვენე კოალიცია „ერთად“ (Spolu), სავარაუდოდ, ხმების 20-22%-ს მიიღებს.
ჩეხეთის პრეზიდენტის, ს განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებები მარტივი არ იქნება.