ჩეხეთის საგარეო უწყება – შოკირებული ვართ გიორგი გახარიაზე თავდასხმით – საქართველოში პოლიტიკურმა ძალადობამ ახალ დონეს მიაღწია

შოკირებული ვართ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე თავდასხმით, საქართველოში პოლიტიკურმა ძალადობამ კიდევ ახალ დონეს მიაღწია. ამის შესახებ განცხადებას ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“შოკირებული ვართ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე თავდასხმით. საქართველოში პოლიტიკურმა ძალადობამ კიდევ ახალ დონეს მიაღწია. საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, გამოუძიონ მომხდარი და პოლიტიკური და სამოქალაქო ოპოზიციის წინააღმდეგ შემდგომი ძალადობა აღკვეთონ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: გელა ხასაია გალელი ბიჭია, ნახევრად აფხაზი. ქართულად მოლაპარაკე გელა უბრალოდ არ დააყენეს სოხუმში, სწავლის და განვითარების საშუალება არ მისცეს… აი ეს გელა დააკავა წუხელ რეჟიმმა

პროკურორი გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებზე – მშობლების დახმარება განხორციელდა შვიდ უძრავ ქონებასთან, ასევე მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით – საუბარია 4 მლნ დოლარისა და მილიონ ლარზე მეტის გათეთრებაზე