ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – მზია ამაღლობელის საქმე ასახავს საქართველოში მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდ ზეწოლას – ჩეხეთი უსამართლოდ გასამართლებულების გათავისუფლების მოწოდებით გამოდის

მკაცრად ვგმობ ჟურნალისტი მზია ამაღლობელის პოლიტიზებულ 2-წლიან განაჩენს, მისი სასამართლო საქმე ასახავს საქართველოში მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდ ზეწოლას. ამის შესახებ განცხადებას ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი ავრცელებს.
„მკაცრად ვგმობ ჟურნალისტი მზია ამაღლობელის პოლიტიზებულ 2-წლიან განაჩენს, რომლის ჯანმრთელობა პატიმრობაში გაუარესდა. მისი სასამართლო საქმე ასახავს საქართველოში მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდ ზეწოლას. ჩეხეთი სოლიდარობას აცხადებს და უსამართლოდ გასამართლებულების გათავისუფლების მოწოდებით გამოდის“, – წერს ლიპავსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო: შევინანოთ, გამოვსწორდეთ, დავფიქრდეთ, თუ რა არის ჩვენი ხალხის ის მანკიერებები, ის ცოდვები, რომლებიც ჩვენ უნდა გამოვასწოროთ, იმისთვის რომ მოგვეცეს წყალობა ღვთის და ვეღირსოთ ჩვენს გამთლიანებას და ქვეყნის გაძლიერებას