ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი, ანდრეი ბაბიში საპარლამენტო არჩევნების წინ ვიქტორ ორბანს მხარდაჭერას უცხადებს.
„კვირას მხარს ვიქტორ ორბანს ვუჭერ. ის ყოველთვის უფრო ძლიერი ევროპისთვის იბრძვის. ევროპისთვის, რომელიც დაფუძნებულია მშვიდობაზე, სუვერენულ ერებზე, სუვერენულ წევრ სახელმწიფოებსა და კონკურენტუნარიანობაზე. ის ყოველთვის უნგრეთის მოქალაქეებსა და უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს იცავს. ამ ტურბულენტურ პერიოდში სტაბილურობისა და გამოცდილი ლიდერობის არჩევა იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, – წერს ბაბიში X-ზე.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ჩეხ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში ძლიერი ერები და ძლიერი ლიდერები ერთად უნდა დადგნენ. როგორც პატრიოტები, ჩვენ სუვერენული ერების ევროპის ერთგულები ვრჩებით, რომელიც მშვიდობასა და საღ აზრზეა დაფუძნებული“, – აცხადებს ორბანი.




