ჩეხეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს ამ ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას უკრძალავს

ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ითვალისწინებს ამ ქვეყნის მოქალაქეობის მიღების აკრძალვას ს მოქალაქეებისთვის. მათი უმრავლესობა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმის შემთხვევაშიც ვერ მიიღებენ ჩეხეთის მოქალაქეობას ში ომის დამთავრებამდე.
სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდა ამსთან ახალი მუხლი, რომელიც კრძალავს არაავტორიზებულ თანამშრომლობას უცხო ქვეყანასთან.
კანონპროექტის მთავარი ნაწილი განსაზღვრავს უკრაინელი ლტოლვილების ქვეყანაში მიღების წესს. ლტოლვილების მიღების რეჟიმი ერთი წლით გაგრძელდა, დროებითი დაცვა მათ საშუალებას აძლევს იქონიონ სახელმწიფო დაზღვევაზე, განათლებასა და შრომის ბაზარზე წვდომა, ეკონომიკურად დამოუკიდებელ ლტოლვილებს ახალი ნორმა შესაძლებლობას აძლევს მიიღონ ჩეხეთში ცხოვრების საგანგებო ნებართვა, რომელიც მოგვიანებით მათ საშუალებას მისცემს, მუდმივად დარჩნენ იქ საცხოვრებლად.
ამასთან ერთად, დოკუმენტი ურთულებს უკრაინელ ბავშვებს სახელმწიფო და მუნიციპალურ სკოლებში მიღებას. კანონის ეს ნაწილი შეფასდა, როგორც დისკრიმინაციული.
ამ შესწორებას, რომელიც მათ ჩეხეთის მოქალაქეობის მიღებას უკრძალავს, რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირების პროტესტი მოჰყვა.
საკუთარ პასპორტზე უარის თქმის შემთხვევაშიც კი, მათი განცხადებების განხილვა შეჩერდება. გამონაკლისს წარმომადგენენ პოლიტიკური ლტოლვილები და 15 წლის ასაკამდე ბავშვები. ადამიანის უფლებების დამცველებმა კანონის ეს ნაწილიც გააკრიტიკეს.
უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა გააკრიტიკა შემოღებული სისხლის სამართლის სასჯელი „უცხო სახელმწიფოსთან არაავტორიზებული თანამშრომლობისთვის“. მან შესწორებას უწოდა “ყველაზე სასტიკი თავდასხმა სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე” ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ.
დოკუმენტის ავტორებმა ეს დებულებები ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებით ახსნეს.