ჩეხეთის პრეზიდენტმა პრაღის სასახლეში მიიღო

სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს და სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაც ამის ნათელი დადასტურებაა.
პეტრ პაველმა საქართველოს პრეზიდენტი პრაღის სასახლეში მიიღო.
პრეზიდენტმა სასახლის ეზოში ჯერ ეროვნული ჰიმნები შესრულდა, შემდეგ კი ერთობლივ შეხვედრაზე გადაინაცვლეს.
როგორც მედია აღნიშნავს, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ში ს აგრესიასა და კავკასიაში არსებულ ვითარებას განიხილავს.
პრეზიდენტ, პაველის გარდა სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს ჩეხეთის პარლამენტის სენატის პრეზიდენტ, მილოშ ვისტრჩილთან და ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერ, მარკეტა პეკაროვასთანაც გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მათე დევიძე – ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? – ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი – ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი – გირაოსა და დამატებითი ღონისძიების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა – კომპენსირების გარეშე შესაძლებელია საფუძველიც კი ყოფილიყო, მოგვეთხოვა პატიმრობა