ჩეხეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის კონტროლის სრული აღდგენა მის მთელ ტერიტორიაზე ნატო-ში გაწევრიანების სავალდებულო პირობა არ არის

ჩეხეთის პრეზიდენტი, მიიჩნევს, რომ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლა არ უნდა იყოს დამოკიდებული მის მთელ ტერიტორიაზე სრული კონტროლის აღდგენაზე.
ჩეხეთის პრეზიდენტი თვლის, რომ უკრაინის მიერ კონტროლის სრული აღდგენა მთელ ტერიტორიაზე არ არის სავალდებულო პირობა ნატო-ში გაწევრიანებისთვის.
„თუ იქნება დემარკაცია, თუნდაც რაიმე სახის ადმინისტრაციული საზღვრის, მაშინ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ეს ადმინისტრაციული საზღვარი, როგორც დროებითი და მივიღოთ ნატო-ში იმ ტერიტორიით, რომელსაც ის იმ დროს გააკონტროლებს“, – განმარტა მან.
ჩეხეთის პრეზიდენტმა გაიხსენა გერმანიის მაგალითი, რომელიც ალიანსში 1955 წელს მიიღეს, თუმცა მისი ტერიტორიის ნაწილი 1990 წლამდე საბჭოთა კავშირის ოკუპაციის ქვეშ იყო.
„ამიტომ, ვფიქრობ, რომ არსებობს გამოსავალი, როგორც ტექნიკური, ასევე იურიდიული, რათა უკრაინას მიეცეს ნატო-ში გაწევრიანების საშუალება ნატო-ს რუსეთთან კონფლიქტში ჩათრევის გარეშე“, – აღნიშნა პეტრ პაველმა და დასძინა, რომ ეს შესაძლებელია მხოლოდ კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ დემოკრატიულმა ქვეყნებმა ს მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები მხოლოდ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებად უნდა განიხილონ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”