ჩეხეთის პოლიციამ გუშინ პრაღაში მომხდარი მასობრივი სროლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. უწყება ამბობს, რომ 12:26 საათზე ადგილობრივი დროით, პოლიციამ ინფორმაცია მიიღო მსროლელის მეგობრისგან, რომელმაც თავის მხრივ მსროლელისგან “თვითმკვლელობის SMS” მიიღო.
12:47 – პოლიციამ მსროლელის სახლში გარდაცვლილი კაცი იპოვა და რამდენიმე წუთში დაადგინა, რომ ეს თავდამსხმელის მამა იყო.
13:15 – პოლიციამ ეჭვმიტანილზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ძებნა გამოაცხადა, 13:49 საათზე კი დადგინა, რომ ის შესაძლოა უნივერსიტეტის ერთ-ერთი კამპუსში წასულიყო, 14:22 საათზე ერთი კამპუსის ევაკუაცია დაიწყო.
უწყება ამბობს, რომ 14:59 საათზე სროლა დაიწყო ახლომდებარე კამპუსის შენობაში, სადაც პოლიცია რამდენიმე წუთის შემდეგ მივიდა.
სამართალდამცავები ამბობენ, რომ 15:11 საათზე თავდამსხმელი უკვე სახურავზე იყო, 15:20 საათზე მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. უწყება ამბობს, რომ თავდამსხმელმა დაინახა, რომ პოლიცია მას ალყაში აქცევდა.
იდენტიფიცირებულია 14-ვე მსხვერპლი და თავად თავდამსხმელიც.
პრაღის პოლიციის დირექტორი ადასტურებს, რომ მათ დერეფნებში საბრძოლო მასალა ნახეს. ხელისუფლება ასევე იძიებს მსროლელის შესაძლო კავშირს გასულ კვირას მამისა და მისი ბავშვის მკვლელობასთან, კლანოვიცეს ტყეში. მსროლელს ჰქონდა ლიცენზია 8 იარაღზე, მათგან 2 შორ მანძილზე მოქმედებისაა.