ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტრო კანონპროექტს ამზადებს, რომელიც მიღების შემთხვევაში, მომავალი წლიდან ელექტრონული სიგარეტის აკრძალვას ნიშნავს. „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, რომ ამის შესახებ Novinky იტყობინება.
ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტრო ვაიპების აკრძალვის ინიციატივას იმით ხსნის, რომ ეს არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესებში.