ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, გერმანია ს 180,000 საარტილერიო ჭურვს გადასცემს

ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, გერმანია ს 180,000 საარტილერიო ჭურვს გადასცემს, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, გერმანია უკრაინისთვის გადასაცემად 576 მილიონი ევროს ღირებულების 180,000 საარტილერიო ჭურვს შეიძენს.
გასულ თვეში გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინისთვის 478 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადა.
„შესაბამისად, დახმარების ორივე ღონისძიების ჯამური ღირებულება ერთ მილიარდ ევროზე მეტია“, – აღნიშნა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია თურნავას განცხადებით, ჩინეთში შეხვედრისას ხაზი გაესვა ბანკთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას, საგადახდო სისტემების დაახლოებასა და ჩინური ბანკების მხრიდან საქართველოში ინვესტირებისა და განვითარების მნიშვნელობას