ჩეხეთის არჩევნებში იმარჯვებს მილიარდერ ბაბიშის პოპულისტური პარტია

ჩეხეთში 4 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში იმარჯვებს მილიარდერ ანდრეი ბაბიშის პოპულისტური ორიენტაციის პარტია ANO (Akce nespokojených občanů – უკმაყოფილო მოქალაქეების აქცია). ეს ქმნის ჩეხეთში იმგვარი ხელისუფლების ფორმირების შესაძლებლობას, რომელიც გააძლიერებს ევროპის პოპულისტურ, იმიგრაციის მოწინააღმდეგე ბანაკს და შეამცირებს უკრაინის მხარდაჭერას.
ჩეხეთის მედიის მიერ გამოქვეყნებული პროგნოზებით ANO მოიპოვებს ხმათა დაახლოებით 35 პროცენტს – რითიც გაუსწრებს პრემიერ მინისტრ პეტრ ფიალას ჯგუფს Spolu (ერთად), რომელსაც 22 პროცენტი ექნება. თუმცა ბაბიშის პარტიას სავარაუდოდ კოალიციური პარტნიორები დასჭირდება.
თუ ANO უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, ბაბიშს ხელისუფლების შესაქმნელად, ან, სულ მცირე, უმცირესობის კაბინეტის მხარდასაჭერად მოუწევს გაერთიანება სხვა პარტიებთან – დიდი ალბათობით, მათ შორის იქნება ულტრამემარჯვენე, ევროკავშირისადმი და ნატოსადმი სკეპტიკურად განწყობილი SPD.
ANO გამორიცხავს შეთანხმებას ამჟამინდელ მმართველ პარტიებთან და ლიბერალური ორიენტაციის “პირატებთან”, რომლებიც გასულ წლამდე ხელისუფლებაში იყვნენ.
ბაბიში, რომელიც 2017-2021 წლებში ხელმძღვანელობდა მემარცხენე-ცენტრისტულ კაბინეტს, არის უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ს მოკავშირე. მას ასევე კავშირი აქვს ევროპის პარლამენტში მოქმედი ჯგუფის, “პატრიოტები ევროპისთვის” რამდენიმე ულტრამემარჯვენე პარტიასთან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ევროპის პოლიტიკის მეინსტრიმულ მიმართულებებს.
ბაბიში უარყოფს SPD-ის მოწოდებებს ევროკავშირიდან და ნატოდან გამოსვლის თაობაზე, თუმცა ამბობს, რომ დაასრულებს “ჩეხეთის ინიციატივას” – რომლის ფარგლებშიც დასავლელი დონორების თანხებით მსოფლიოს მასშტაბით შესყიდულ იქნა საარტილერიო ტყვია-წამლის მილიონობით ჯერი უკრაინისთვის გადასაცემად.
ANO-ს სურს უკრაინისთვის დახმარების გაწევას ნატომ და ევროკავშირმა უხელმძღვანელონ. პარტიამ ევროპის პარლამენტში რამდენჯერმე შეიკავა თავი კენჭისყრებში, რომლებიც იმართებოდა სა და ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების ძალისხმევის მხარდასაჭერად – რასაც ბაბიში წარსულში ეწინააღმდეგებოდა.
radiotavisupleba.ge