ჩეხეთის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის სითავხედეს და არაკორექტულობას, ზედა ზღვარი არ აქვს

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელ X-ზე ჩეხეთის მიერ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ჩეხეთის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის სითავხედეს და არაკორექტულობას, ზედა ზღვარი არ აქვს.“
გამსახურდია აცხადებს, რომ მალე გაიმარჯვებს ჩეხი პატრიოტი, ანდრეი ბაბიში და აუცილებლად შეცვლის ამ დამოკიდებულებას საქართველოსადმი.
„ჩეხეთის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის სითავხედეს და არაკორექტულობას, ზედა ზღვარი არ აქვს. რამოდენიმე დღის უკან, ქართულ დიპლომატიურ პასპორტებზე უვიზოს შეჩერაბა დაანონსა. არ აქვს ალბათ სხვა მეტი საქმე და ამ მავნებლობით გახლავთ დაკავებული. მალე გაიმარჯვებს ჩეხი პატრიოტი, მაგარი პიროვნება ანდრეი ბაბიში და აუცილებლად შეცვლის ამ დამოკიდებულებას ჩვენდამი. ლიპავსკის კიდევ, მოუწევს პოლიტუკური პენსია, როგორც ვატყობ.“-წერს გამსახურდია

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის და სამთავრობო გუნდის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი