ჩეხების მწვრთნელმა ტრავმირებული სადილეკის ნაცვლად ნახევარმცველი გამოიძახა

ჩეხების მწვრთნელმა ტრავმირებული სადილეკის ნაცვლად ნახევარმცველი გამოიძახა
ჩეხების მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა ტრავმირებული “ტვენტეს” 25 წლის ნახევარმცველის მიხაელ სადილეკის ნაცვლად, რომელიც ველოსიპედით სეირნობისას დაეცა და ფეხის არეში ჭრილობა მიიღო, “სლავიას” 30 წლის შუახაზელი პეტრ სევჩიკი გამოიძახა.
პრაღული გუნდის წევრი ეროვნული ნაკრების მაისურა 15 შეხვედრაში მოურგია და ის გასულ ევროზე, როდესაც მისი ნაკრები მეოთხედფინალში გავიდა, შემადგენლობაში ირიცხებოდა.
შეგახსენებთ, რომ ჩეხეთი F ჯგუფში თურქეთთან და პორტუგალიასთან ერთად საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქეა.