ჩეჩნური ქვედანაყოფები მზად არიან განლაგდნენ ირანის ტერიტორიაზე, აშშ-ის სახმელეთო ინტერვენციის შემთხვევაში – წერს ირანული მედია.
presstv-ის ცნობით, ძალები, რომლებიც რუსეთის ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის, რამზან კადიროვის ერთგულნი არიან, ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმდინარე ამერიკულ-ისრაელურ ომს რელიგიურ ომად ახასიათებენ.




