ჩეჩნეთში მინისტრად დაინიშნა რამზან კადიროვის 18 წლის ვაჟი

ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის უფროსი ვაჟი, 18 წლის ახმატი, რესპუბლიკის ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად დაინიშნა. მან ასევე მიიღო რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო -კადიროვის ორდენი, რომელიც დაარსდა მისი ბაბუის პატივსაცემად, ამის შესახებ ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მაგომედ დაუდოვმა განაცხადა. მანვე გადასცა კადიროვს ორდენი.
ამ საკადრო ცვლილებაზე ცალკე ინფორმაცია არ გავრცელებულა – მაგომედ დაუდოვმა თავის საჯარო პოსტში ჯილდოს გადაცემის შესახებ უმცროსი კადიროვის ახალი პოზიცია მიუთითა და დასძინა, რომ კადიროვის შვილი „დავალებულ დავალებებს მაღალ დონეზე წყვეტს“, თუმცა რა არის კონკრეტულად მისი დამსახურება, არ აღუნიშნავს.
მანამდე ახმატ კადიროვი სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, მან ეს თანამდებობა სრულწლოვანებისთანავე მიიღო.
2023 წელს ახმატ კადიროვი გახდა მამის თანაშემწე და პროსამთავრობო მოძრაობა „პირველთა მოძრაობის” ფილიალის თავმჯდომარე.
გაზაფხულზე კი მოზარდი კრემლში მიიღო ს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა – პოლიტოლოგებმა ეს ჩეჩნეთის უფროსის შვილის საქორწილო საჩუქრად მიიჩნიეს.
საერთო ჯამში, ჩეჩნეთში სხვადასხვა დონეზე სამთავრობო თანამდებობებს იკავებს რამზან კადიროვის ოჯახის დაახლოებით 100 ნათესავი. Kavkaz.Realii-ს რედაქციამ შეადგინა ჩეჩნეთის რესპუბლიკის სამთავრობო უწყებებში მომუშავე კადიროვის კლანის ადამიანების ყველაზე სრული სია.
რამზან კადიროვის უახლოესი ნათესავები, მათ შორის არასრულწლოვნები, ხშირად იღებენ სახელმწიფო თანამდებობებს და ჯილდოებს. ერთ-ერთი ბოლო ჯილდო მის უფროსი ქალიშვილს მიენიჭა 16 თებერვალს.
თებერვლის დასაწყისში კი, ჩეჩნეთის მეთაურის მეორე ვაჟმა, 16 წლის ადამმა კი მიიღო მედალი დუბაიში გამართული, არაბეთის გაერთიანებული საემიროების SWAT Challenge-ს შეჯიბრის შემდეგ, მას თუმცა კონკურსებში მონაწილეობა არ მიუღია.

ასევე დაგაინტერესებთ