ჩეჩნეთში დაქირავებულთა მოსამზადებელ ბაზას პუტინის სახელი უკვე ოფიციალურად მიენიჭა

ჩეჩნეთის ქალაქ გუდერმესში მდებარე „რუსეთის სპეცდანიშნულების უნივერსიტეტი“, სადაც უკრაინაში გასაგზავნ დაქირავებულ მებრძოლებს ამზადებენ, რუსეთის პრეზიდენტის პატივსაცემად, ამიერიდან ვლადიმირ პუტინის სახელს ატარებს. „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, ამ გადაწყვეტილების შესახებ ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა, მაგრამ ახლა დაწესებულების სახელი უკვე ოფიციალურად დოკუმენტებშიც შეიცვალა.
იურიდიული პირების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სტრუქტურის სრული სახელი ასე შეიცვალა: ” უმაღლესი მთავარსარდალი, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინის სახელობის რუსეთის სპეციალური ძალების უნივერსიტეტი“.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეფ, რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული თუ საკუთრივ ჩეჩნეთში მობილიზებული მოხალისეები სპეციალურ მომზადებას ქალაქ გუდერმესში მდებარე სპეცდანიშნულების უნივერსიტეტის ბაზაზე გადიან და შემდეგ უკვე უკრაინაში იგზავნებიან საბრძოლო დავალების შესასრულებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?