“ჩეჩნეთის ომის სცენარს ჰგავს” – ანტიუკრაინული ისტერია და მობილიზაციის ახალი ტალღა – რას უნდა ველოდოთ კრემლისგან?.

მოსკოვში ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრის საკონცერტო დარბაზ “კროკუსში” მომხდარი თავდასხმა მშვიდობიან მოქალაქეებზე ჩეჩნეთის ომის სცენარს ჰგავს, რომლსაც წინ უძღოდა მსგავსი მასშტაბის ტერაქტები მოსკოვში, რომელიც იჩქერიის (ჩეჩნების) წინააღმდეგ გამოიყენეს რუსულმა სპეცსამსახურებმა… “რაც ხდება, პუტინის სპეცსამსახურების განზრახ დაგეგმილი პროვოკაციაა. კრემლის ტირანი ასე იწყებდა თავის კარიერას და ასე დაასრულებს კიდეც ” – უკრაინის სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსანი ანდრიი იუსოვი დასავლეთის ქვეყნები ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში აფრთხილებდნენ საკუთარ მოქალაქეებს რუსეთში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ და მასობრივი თავშეყრის ადგილებისაგან თავის შეკავებას ურჩევდნენ… მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქეების გამუდმებული მკვლელობა კრემლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ მან გადაწყვიტა საკუთარი მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლით თამაში, როგორც ეს მოხდა ჩეჩნეთის ორივე ომის დროს, ეხლა ცდილობენ უკრაინის სახით მტრის ხატი შექმნან. ზუსტად პესკოვის დღევანდელი განცხადება, რომ “SVO” დასრულდა და, სავარაუდოდ ეს უკვე ომია. თუ მოსკოვი აცხადებს, რომ ომია, განსაკუთრებით ასეთ ოფიციალურ დონეზე, მაშინ მას სჭირდება ძლიერი პრეცედენტის შექმნა, რათა შემდგომში გაამართლოს ნებისმიერი ქმედება: აგრესიული მობილიზაცია, ტოტალური კონტროლი, ყველას დაჭერა, ვინც გაბედავს გაწვევაზე უარის თქმას. როგორც ს თავდაცვის სამინსიტრომ გამაცხადა იგეგმება მიბილიზაციის ახალი ტალღა ორი საჯარისო არმიის დასაკომპლექტებლად, რომელიც მოიცავს 14 დივიზიაა და 16 ბრიგადას სავარაუდო პირადი შემადგენლობით 180-200 ათას წვევამდელზე… ტერაქტის შედეგად დაიღუპა და დაიჭრა ათობით მშვიდობია მოქალაქე, მოსალოდნელია რუსულმა პროპაგანდისტულმა საშუალებებმა დაიწყოს ანტიკურაინული ისტერია და გადააბრალონ უკრაინულ მხარეს ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილეობა, შემდგომი ქმედებების გასამართლებლად, თუმცა ჯერ კიდევ რუსული მედია ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს ავრცელებს…