“ცელიეს” პრეზიდენტმა და რუსეთის სკეიტბორდის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვალერი კოლოტილომ Championship-თან ინტერვიუში რუსული ფეხბურთის საერთაშორისო არენაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა.
კოლოტილოს თქმით, მას სჯერა, რომ ჩეფერინი ამისთვის ყველაფერს აკეთებს.
“უეფას პრეზიდენტი, სლოვენიელი ალექსანდერ ჩეფერინი, რუსულ ფეხბურთზე გიჟდება. ის იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია, რათა რუსული ფეხბურთი ევროპულ არენას დაუბრუნოს. ყველას ნამდვილად სჯერა, რომ მალე ყველაფერი შეიცვლება. ჩვენ ამ სიტუაციაში მძევლები ვართ. დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია და სასიცოცხლოდ საჭიროც კი ჩვენთვის. ყველას გვჯერა, რომ მალე ყველაფერი ისე იქნება, როგორც ადრე, და კიდევ უკეთესად. მაგრამ მომთმენები უნდა ვიყოთ. რუსულმა კლუბებმა უნდა გაიაზრონ, რომ საერთაშორისო პრაქტიკის არარსებობის მიუხედავად, გაჩერება არ შეიძლება. იგივე ეხება რუსეთის ნაკრებსაც. აფრიკელებთან გამარჯვება კარგია, მაგრამ კარგია ისიც, რომ ახლა ჩილე და პერუ გამოჩნდნენ მოწინააღმდეგეებს შორის. ეს ამხანაგური მატჩები ბევრად სერიოზულია! ეს ყველას სჭირდება. ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რუსულ ფეხბურთს დადებითი იმიჯი შევინარჩუნოთ”, – თქვა კოლოტილომ “ჩემპიონატის” კორესპონდენტ ვლადისლავ კრუგლოვთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ეროვნული ნაკრები და რუსული საფეხბურთო კლუბები 2022 წლის თებერვლიდან, რუსეთ-უკრაინის ომის გამო, საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთეს.
ხელჩართული ჩხუბი და გინება გასახდელში – “მარსელმა” ორი ფეხბურთელი გუნდიდან მოკვეთა
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა – ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
გაუტკბა პრეზიდენტობა – ჩეფერინმა პუტინის გზა აირჩია
უეფას პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილს მისალოცი წერილი მისწერა: შთამბეჭდავია ის ენთუზიაზმი, რომლითაც ფეხბურთის განვითარებას უწყობთ ხელს
უეფას პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს მიმართა – მსოფლიოს აჩვენეთ, რომ ანგარიშგასაწევი საფეხბურთო ძალა ხართ
უეფას პრეზიდენტი: საქართველოს ნაკრებმა და კვარაცხელიამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინეს
