„ჩერნომორენერგოს“ აღმასრულებელი დირექტორი – აჩერებს რუსეთიდან ელექტროენერგიის მიღებას და სრულად გადადის „ენგურჰესის“ გამომუშავებაზე – წყალსაცავში წყლის დონის მომატება აფხაზეთის საჭიროებებს სრულად ფარავს

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება დღეიდან შეწყდა და რეგიონი მთლიანად „ენგურჰესის“ მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე გადავიდა.

„ჩერნომორენერგოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თემურ ჯინჯოლიამ გუშინ რუსულ მედიას განუცხადა, რომ 31 მარტიდან, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან, რუსეთიდან ელექტროენერგიის გაგზავნა, რაც ზამთრის ენერგოდეფიციტის გამო აუცილებელი იყო, შეწყდებოდა.

„31 მარტს, მოსკოვის დროით 00:00 საათზე, აჩერებს რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის მიღებას და სრულად გადადის „ენგურჰესის“ გამომუშავებაზე. ჯვრის წყალსაცავში წყლის ნაკადის ზრდა და წყლის დონის მომატება აფხაზეთის საჭიროებებს სრულად ფარავს“, – განაცხადა ჯინჯოლიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – კაცი, რომლის პირობებშიც თვალსაჩინოდ დაიწყო ქართული საგარეო პოლიტიკის რღვევა და სპობა, მივლენილია მნიშვნელოვან ევროპულ დედაქალაქში, რაც მკაფიო სიგნალია, რომ ანტიევროპულობა წარმოადგენს რეჟიმის უპირობო და ურყევ კურსს