ჩვენ ეს სტრატეგია, რომ ცხდია, რას ვიცავთ და რისგან ვიცავთ, რომ ეს არ ეხება მხოლოდ ივანიშვილის ოლიგარქიას, ეს ეხება იმ სისტემას, რომელიც პიროვნების კულტზე [დგას], ამაზე ვსაუბრობთ 2021 წლიდან და ეს რომ სწორია, ამას აჩვენებს ჩვენი კვლევის შედეგები.
რატომ საუბრობენ ჩვენზე? იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ხასიათი გამოგვისწორდა, ან მე ან ბოკერიას, და მათთვის სასურველი პარტნიორები გავხდით, არამედ იმიტომ, რომ დაინახეს, რომ ვიზრდებით…
ქვეყანაში არის გამეფებული ნდობის კრიზისი, გასაგებია, რომ კვლევებს ადამიანები არ ენდობიან და მე ეს არ მიკვირს, ოღონდ მთავარი ჩვენთვის სახელმძღვანელო ის კი არ არის… ჩვენ საერთოდ არ ვყოფილვართ ჩართულები არც მაგ კვლევის კითხვების მომზადებაში და არაფერში საერთოდ, ჩვენთან კოორდინირებული ეს არ არის, სხვების, კონკურენტების კვლევაა რეალურად და იქ ამოხტა ეს მაჩვენებელი. ეს მაჩვენებელი იმეორებს იმედის მაჩვენებელს, რომელიც 3-4 თვის წინ გამოქვეყნდა, იქაც 3-4 პროცენტი გვქონდა და თბილისში საერთოდ ხუთნახევრამდე ვართ გაზრდილი გადაუნაწილებლად.
ესე იგი, ეს ქართველი ამომრჩევლის დაკვეთას პასუხობს. იმიტომ ვიზრდებით, რომ, ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს შინაარსი, სადაც ჩანს ჩვენი ხედვა, როგორ გამოგვყავს ქვეყანა სიღატაკიდან, როგორ გამოგვყავს ქვეყანა ამ ავტოკრატიის რაღაც ჭაობიდან და, მეორე მხრივ, ჩვენი მხრიდან ნათელია, რას ვუპირისპირდებით… ამას მოაქვს შედეგი.
თქვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა TV პირველის ეთერში წინასაარჩევნო კვლევის შესახებ, რომელზეც ახალის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ისაუბრა, ხოლო პარტია საქართველოსთვის წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა “ტყუილებზე დაფუძნებულად” მოიხსენია.